ახალი ამბებიპოლიტიკა

პროკურატურა პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე უარს ამბობს და ივანიშვილის ოპონენტებს ებრძვის – გოგაძემ მომიტინგეებს „უღირსები, სადისტები და მონები“ ეძახა

„უსინდისოები, ღირსება არ გააჩნიათ“- ამ ეპითეტებით ამკობს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე გიორგი გოგაძე იმ ახალგაზრდებს, რომლებიც პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, უწყვეტ პროტესტს მართავენ და ბიძინა ივანიშვილისგან, სისხლით მოპოვცებული პირობის მიტაცებას აპროტესტებენ.
ქვეყნის მთავარი პროკურორი, რომლის მიმართაც კანონი ითხოვს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს (კანონი პროკურატურის შესახებ, თავი II, მუხლი 5, ვ ქვეპუნქტი) სწორედ კანონის ამ ნორმის დარღვევით არის დაკავებული და საკუთარი განცხადებებით თავს ესხმის აქციის მონაწილე ახალგაზრდებს და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს.

გაღიზიანებული გოგაძე, რომელსაც სირცხვილის კორიდორის გავლა მოუწია, ირწმუნებოდა, რომ მას ამით დისკომფორტი არ შექმნია.

„ეს არიან ადამიანები, მთელი თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფარგლებში, რამდენიმე ათეული წელია არიან უსინდისოები, ამ ადამიანებს ღირსება არ გააჩნიათ“- თქვა პროკურატურის მაღალჩინოსანმა, რომელიც ქვეყანაში დაგროვილი დანაშაულებების გამნოძიების ნაცვლად, პოლიტიკური შეფასებებისთვის იცლის და ბიძინა ივანშვილის ოპონენტებს ებრძვის.

გოგაძე დღეს თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის ნარატივში იჯდა და ოპოზიციას „სადისტებს და მონებს“ უწოდებდა.

“არანაირი დისკომფორტი. ესაა ლუსტრაცია იმ ხალხის, რომლებიც მთელი თავისი ცხოვრება იყვენენ სადისტები და მონები“ -აცხადებდა გოგაძე.

როგორ უნდა შეასრულოს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების ფუნქცია პროკურატურამ, რომელიც პოლიტიკოსებისა და მომიტინგე ახალგაზერების წინააღმდეგ მსგავსი სახის განცხადებებით არის დაკავებული და რომელიც არ მალავს და ღიად აფიქსირებს იმავე პოზიციას, რასაც მმართველი გუნდის წევრები.

ცნობისათვის, მთავარი საგამოძებო ორგანოს მაღალჩინოსანმა მუქარანარევი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 2 დღის წინ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური დაჭერების სერია დააანონსა, ახალგაზრდებს კი პოლიტიკური პარტიების მიერ მართულები უწოდა.

ამიტომ ხელისუფელბის ოპონენტები არ გამორიოცხავენ, რომ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში მყოფმა ივანიშვილმა რეპრესიების ახალი ტალღა სწორედ ცხელი პროცესების დასაშოშმინებლად უახლოეს პერიოდში დაიწყოს.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები