ახალი ამბებიპოლიტიკა

პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე გიორგი გაბუნიას დაკავებას ითხოვს

ხელისუფლების პარალელურად, თავისუფალ მედიას თავს ესხმიან საქართველოში მოქმედი პრორუსული ძალები და პოლიტიკოსები. კერძოდ, საქართველოში ევგენი პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაკავებას ითხოვს.

„პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის დამგეგმავი და აღმსრულებელი პირი ამ პროვოკაციებისა, რომლებსაც გააჩნიათ კონკრეტული მიზეზები და მიზნებიც. ეს ქარის ქართული საზოგადოების დესტაბილიზაცია, ეს არის წყლის ამღვრევა ქვეყანაში. გიორგი გაბუნია არის დამნაშავე, გიორგი გაბუნიამ ერთა შორის შუღლი გააღვივა,“ – აცხადებს ლორთქიფანიძე, რომელიც ჟურნალისტს პროვოკატორს უწოდებს.

„ნიკოლოზ გვარამია და ყველა ის დამგეგმავი პირი, ორგანიზატორი, რომელიც მიზნად ისახავდა მასობრივ დესტაბილიზაციას ერთა შორის შუღლის გაღვივების მიზნით, უნდა მიეცეს პასუხისგებაში მუხლით, რომელიც მიმართული არის და გათვალისწინებული არის ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დარღვევებთან დაკავშირებით,“ – ამბობს ლორთქიფანიძე.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები