ახალი ამბები

პრეზიდენტმა 20 ივნისის ღამეს გამოვლენილი პროფესიონალიზმისთვის ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლები გადასცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსსა და ექიმებს, რომლებმაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარეს.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაესწრო. მან დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მთელ გუნდს მადლობის სიგელი გადასცა. ცენტრის 235 თანამშრომელს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები