ახალი ამბებიპოლიტიკა

პრეზიდენტის მრჩეველი КГБ-დან – ქართველი სამხედროების თქმით, ლეჟავა წოდებებს 200 დოლარად ყიდდა

КГБ-ს ოფიცრის დიმიტრი ლეჟავას პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნა თავდაცვის საკითხებში მომუშავე ანალიტიკოსებისა და სამხედროების კრიტიკის საგანი გახდა.

თადარიგის პოლკოვნიკის, უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს დავით მაყიშვილის თქმით, ლეჟავა ერთ-ერთი მთავარი კორუმპირებული პირი იყო. მის დროს დამსახურებული სამხედრო ჩინის მინიჭებისთვის სამხედრო პირს 200 ამერიკული დოლარი უნდა გადაეხადა.

გარდა ამისა, მაყიშვილის თქმით, ლეჟავას შემუშავებული ჰქონდა კორუფციული სქემა, რომლის გამოყენებითაც ყოველ წელს ასობით ამერიკულ დოლარს, კადრებში გადაყვანილი სამხედრო პირებისგან იღებდა.

„დიმიტრი ლეჟავასთვის უნდა გადაგეხადა თანხა, რომ მას მოენიჭებინა კანონით დადგენილი სამხედრო წოდება. ე.ი. ლეიტენანტის წოდებიდან უფროსი ლეიტენანტის წოდებაზე რომ გადასულიყავი 1998-2000 წელში, 2003 წლამდე, უნდა გადაგეხადა 200 ამერიკული დოლარი.

მის პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს ყველა სამხედრო დანაყოფი, ბრიგადები ყოველ წელს გაჰყავდათ კადრების განკარგულებაში, ე.ი. ადამიანი მუშაობს, მაგრამ მას ეს თანამდებობა დროებით შეჩერებული აქვს. ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ხელმეორედ დანიშვნის შემთხვევაში, ადამიანებს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, გინდა ამ თანამდებობაზე დანიშვნა?-ე.ი უნდა გადაიხადო.“- განაცხადა მაყიშვილმა.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები