ახალი ამბებიპოლიტიკა

პრეზიდენტი წინააღმდეგია ასეთი ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელების

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეხმაურებიან.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ მიესალმება ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელებას ქვეყანაში და გამოძიების მიმდინარეობას თვალყურს ადევნებს.

„მას აქვს მუდმივი კონსულტაცია შესაბამის სტრუქტურებთან და რა თქმა უნდა, თვალყურს ვადევნებთ და დაინტერესებულია. რა თქმა უნდა, ის არ მიესალმება და არის წინააღმდეგი ასეთი ფარული ვიდეო ჩანაწერის გავრცელების ქვეყანაში და სწორედ აქედან გამომდინარე, არის ყველა ის აქტივობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. უპირობოდ უნდა იყოს ქვეყანაში დაცული გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ასევე დაცული უნდა იყოს ადამიანის პირადი ღირსება. შესაძლოა ამ კონტექსტშიც განხილვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გიპასუხებთ, რომ ის გადის კონსულტაციებს და თვალყურს ადევნებს, პირადად, მიმდინარე პროცესს. გამოძიებას ვგულისხმობ. ამ ეტაპზე შედგებით კმაყოფილებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, იმიტომ რომ ჯერჯერობით მიდის გამოძიება,“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის პრეს სპიკერი.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები