ახალი ამბებიგანათლებასაზოგადოება

პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებს თვითმოტივაციის უნარი გააჩნიათ და ამავდროულად მათი საქმისადმი დამოკიდებულება ყოველთვის ამსუბუქებს საქმის სიმძიმეს. გვესაუბრება ფსიქოლოგი თემურ სამხარაძე

როდესაც პოზიტიურ ფიქრებსა და აზროვნებაზე, ვსაუბრობთ დამეთანხმებით ალბათ რომ იქვეა ნეგატიური აზრებიც, რომლებიც ფიქრის პროცესში, ხანდახან ერთმანეთის პარალელურები ხდებიან. ადამიანის გონებაში  “ფიქრების ველზე” ხომ გამუდმებული ბრძოლაა დადებითსა და უარყოფითს შორის.

მთავარი ამოცანა ჩვენი ცნობიერების იმაში მდგომარეობს რომ ჩვენ მაქსიმალური წინააღმდეგობა გავუწიოთ უაყოფით ფიქრებსა და გრძნობებს ხოლო მაქსიმალურ მზადყოფნაში ვიყოთ უეცრად მათი გამოჩენისა ჩვენს გონებაში შესარკინებლად, რაცარუნდა ბანალურად ჟღერდეს პოზიტიურ ფიქრებს პოზიტიურ დასასრულამდე მივყავართ  რასაც ვერ ვიტყვი  ნეგატიურ აზრებზე და ფიქრებზე. თუ მივცემთ საშუალებას  ჩვენს გონებას  ნამდვილად წაბილწავენ წინააღმდეგობის გარეშე. აქვე უნდა გვახსოვდეს რომ პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანებს თვითმოტივაციის უნარი გააჩნიათ და ამავდროულად მათი საქმისადმი დამოკიდებულა ვგულისხმობ პოზიტიურს, ყოველთვის ამსუბუქებს საქმის სიმძიმეს.

ასევე უნდა გვახსოვდეს უმთავრესი რამ… (იოანე 1:1)   მოქმედებას წინ უძღვის სიტყვა, სიტყვას კი ფიქრი.“ფიქრი და სიტყვა, თუ მედლის ორი მხარეა, მოქმედება თავად მედალია”. ფიქრი_განსხვავებიტ სხვადასხვა ემოციური პროცესებისგან, სიტყვების მეავეობით და მათი უშუალო დახმარებით მიმდინარეობს.ფიქრი გახლავთ ამა თუ ომ სახის ინფორმაციის “სიტყვებში ” მოქცევის პროცესი, რის გამოც მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ საკუთარ ფიქრებზე.რადგან ისინი უკვე სიტყვებია…ყურადღებით მოვექცეთ სიტყვებს, რადგან ისინი პოტენციური მოქმედებებია…როდესაც ადამიანი თავს გრძნობს კარგად, იგი ფიქრის საშუალებით საკუთარი სურვილებისამებრ ქმნის საკუთარ მომავალს, ხოლო როდესაც თავს გრძნობს ცუდად, იგი ქმნოს მომავალს საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ, იმ სურვილებოს რომელიც რეალურად მას გააჩნია.ცნობილია რომ ნიუტონის კანონის თანახმად, დედამიწას გააჩნია “მიზიდულობის ძალა”.იდენტურია ფიქრის მიზიდულობის ძალაც.მაგ:აწმყოში თუ კი გეშინია და აღელვებული ხარ, ბევრი ანალოგიური გრძნობა გექნება მომავალშიც.მიზიდულობის კანონის თანახმად, იზიდავიმას რაზეც ინტენსიურად ფიქრო .აგრეთვე პოზიტიური ფიქრებით ადამიანი იზიდავს პოზიტიურ მომავალს.ქართულ სალიტერატურო ენაში არსებობს უძველესი იდიომა _ “ერთ ქარქაშში ორი ხმალი არ ჩაეგება”.ადამიანი ერთდროულად არ შეიძლება ფიქრობდეს, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურად.ჩვენსავე საკეთილდღეოდ ყველა ფიქრი მაქსიმალურად უნდა მოვმართოთ პოზიტიურად.ხშირად ვიფიქროთ იმაზე, რაც გვინდა, რაც ჩვენში დადებით ემოციას აღძრავს.მაგ:სიყვარული, ბედნიერება, სიკეთე, მადლიერება და ა.შ.მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ გამოვიმუშაოთ პოზიტიურად ფიქრის უნარი, რათა მიზიდულობის კანონის მიხედვით სამყაროსგან მივიღოთ ის ყოფა, რომელიც ოდესღაც ძალიან გვინდოდა.ჩვენი პოზიტიური და ნეგატიური ფიქრების შედეგად წარმოიქმნება “აზრობრივი ტალღები”, რომლებიც ჩვენდაუნებურად, ჩვენსავე მიერ იგზავნება კოსმოსში და კვლავ უკან გვიბრუნდ3ბა ბუმერანგივით.ადამიანს გააჩნია შინაგანი ვიბრაცია.რაც უფრო მეტად პოზიტიურია ადამიანის ფიქრები, მით უფრო მაღალი და ძლიერია ვიბრაციის სიხშირე.ხოლო ნეგატიური ფიქრების შემთხვევაში პირიქით ნაკლებია ვიბრაციის სიხშირე და სიძლიერე.როდესაც ჩვენში მაღალია ვიბრაციის სიხშირე და სიძლიერე, უფრო მეტად ვართ დაცული ნეგატიური ემოციებისგან, ამიტომ უნდა შევეცადოთ ვიყოთ მაქსიმალურად დადებითად განწყობილი, ისევ საკუთარი კეთილდღეობისთვისვე.უნდა ვისწავლოთ სიყვარული, მადლიერება, რომ ხშირად გამოვხატოთ სამყაროს და ადამიანების მიმართ.ხშირად გაიმეორეთ, რომ ხართ მადლიერი. ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების, თანამშრომლებს უთხარით, რომ თქვენ მადლიერი ხართ მათი. ამით თქვენ დადებით ენერგიას გზავნით კოსმოსში, რომელიც აუცილებლად დაგიბრუნდებათ მომავალში.იყავით რეალისტი, ლოგიკური, რაციონალური, ითხოვეთ, იფიქრეთ აწმყოში, იყავით მადლიერი და ირწმუნეთ, რომ ყველაფერი გამოვა.

 

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები