ახალი ამბებიპოლიტიკა

პოლიციის უფროსმა აქციაზე მაკო გომურს შეაგინა და გამოსარჩლებისათვის აქციის მონაწილე სცემა

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ბახვის პოლიციის უფროსმა, მამუკა ჯანანაშვილმა მაკო გომურს დედა შეაგინა და 20 ივნისის ღამის დაზარალებულის გამოსარჩლებისათვის აქციის მონაწილე გიორგი დიასამიძე სცემა.

ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ინცინდენტი წუხელ, გვიან ღამით შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციის წინ მიმდინარე აქციაზე მოხდა:

“რა უნდოდა მა დედა… რას მოეთრეოდა აქციაზე თვალიც ექნებოდა და ფეხიც” გაიძახოდა ხმამაღლა შეკვეთილის აქციის მიმდინარეობისას ჯანანაშვილი და აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი დიასამიძეს გომურის გამოსარჩლების გამო ხელი სახეში რამდენჯერმე დაარტყა”- წერს გამოცემა.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები