ახალი ამბებიპოლიტიკა

პოლიციის მაღალჩინოსანი ოპოზიციაზე – “ყ… ჭამონ” – სკანდალური მიმოწერა და ფარული თვალთვალი ენმ-ს წევრებზე

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელი ეკა ხერხეულიძე, ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელისა და ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილესთან ლაშა მურღულიას მიმოწერას აქვეყნებს.

ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სანდრა რულოვსის შეხვედრებზე ოპოზიციამ ფარული თვალთვალი დააფიქსირა და ვიდეოკამერით იმ მანქანის გადაღება დაიწყო, საიდანაც სანდრა რულოვსს უთვალთვალებდნენ, სწორედ ამ დროს გააგზავნა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელმა ა.კ. მესიჯი პოლიციის უფროსის მოადგილესთან:

– “მაშინ გამოვალთ და გამოსასვლეთან დავდგებით, იქ გამოივლიან. გვიღებენ, აუუუ”.

მესიჯის საპასუხოდ კი პოლიციის მაღალჩინოსანმა მურღულიამ მისივე თანამშრომელს უპასუხა:

– “ყლ… ჭამონ”

“ეს არის სამხარეოს უფროსი მურღულიას და სანდრას მეთვალყურე ზონდერპოლიციელის მიმოწერა. ამ ერთ სქრინშია გუშინდელი პროვოკაციის ანატომია” – წერს ეკა ხერხეულიძე.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები