ახალი ამბებიპოლიტიკა

„პოლიტიკოსებმა ახალგაზრდები და მათი გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენეს“ – ირაკლი ზარქუა

თბილისის საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ 20 ივნისს განვითარებული მოვლენები არის ტრაგედია და იქ, სადაც პოლიციელთა მხრიდან მოხდა ძალის გადამეტება, რეაგირების გარეშე არ დარჩება.
„მე მინდა მივმართო მთავრობას, კეთილი ინებეთ და იმ პროვოკატორების მიმართ, ვინც მშვიდობიან, აღელვებულ და გაბრაზებულ ახალგაზრდებს პარლამენტის შენობის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდა, გაატარეთ ადეკვატური ღონისძიებები. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურ წონასა და პარტიას. ვინც საზოგადოების გულწრფელი აღშფოთება ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენა არის დასასჯელი,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები