ახალი ამბებიპოლიტიკა

„პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი არის ადამიანის წამება, მისი მორალურად განადგურება, განსაკუთრებით ქალები უნდა ვიყოთ ქალების მიმართ სოლიდარულები” – სახალხო დამცველი

მაია ცქიტიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან მიმართებაში საუბარი მისთვის დამღლელი გახდა, ომბუდსმენი ეხმაურება.

ლომჯარიას განცხადებით, ასეთ საკითხებზე განსაკუთრებით ქალები უნდა იყვნენ ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები.

სახალხო დამცველის თქმით, ჩადენილია მძიმე დანაშაული, რომელიც, ფაქტობრივად, ადამიანის წამებასთან არის გათანაბრებული.

„პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი ეს არის ადამიანის, ფაქტობრივად, წამება, მისი მორალურად განადგურება და არაადამიანური მოპყრობაც კი. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელზეც, პირიქით, მუდმივად უნდა ვისაუბროთ. განსაკუთრებით, ალბათ, ქალები უნდა ვიყოთ ქალების მიმართ სოლიდარულები იმიტომ, რომ ასეთი ტიპის კადრებით შანტაჟი ხდება სწორედაც ქალი საჯარო პირების, ქალი პოლიტიკოსების მიმართ და სამიზნედ არიან ამოღებული სწორედ ქალები. ვინაიდან ის კადრების გავრცელებას ახდენს ხოლმე მათი, როგორც საჯარო ფიგურის დისკრედიტაციას, განადგურებას და პოლიტიკური ველიდან გაქრობასაც კი, რაც ჩვენ ვნახეთ,“ – განაცხადა ნონო ლომჯარიამ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები