ახალი ამბებიპოლიტიკა

“პირადი ნომერი ჩაიწერეს, თუმცა ხმა არ მიმაცემინეს” – ხანდაზმული ამომრჩეველი ცესკო-ს დარღვევაში ადანაშაულებს

მთაწმინდის ოლქში, მიხაი ზიჩის 5 ნომერში მცხოვრები ამომრჩეველი ცესკო-ს ხმის მიცემის პროცედურის დარღვევაში ადანაშაულებს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ლანა ბაღაშვილი ხანდაზმულია და ის გადასატანი ყუთით სარგებლობს.
“კურიერის” ცნობით, მან პირველ ტურში ხმა სწორედ გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა. ამის შემდეგ, მისი თქმით მას პერმანენტულად ურეკავდნენ და ინტერესდებოდნენ თუ ვის აძლევდა ხმას. ლანა ბაღაშვილის თქმით, დღეს მას გადასატანი ყუთი მიუტანეს მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის რეგისტრირებული იყო არა მიხაი ზიჩის 4 ნომერში, არამედ 6 ნომერში. ბაღაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა ლანა ბაღაშვილის პირადი ნომერი ჩაიწერეს, თუმცა მას ხმა აღარ მიაცემინეს.

ლანა ბაღაშვილი აცხადებს, რომ მას ხმა მიზანმიმართულად არ მიაცემინეს იმიტომ, რომ ის ოპოზიციის მხარდამჭერია.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები