ახალი ამბებიპოლიტიკა

“პირადად მინდა, რომ ბახტაძე ჩამოვიდეს” – გუგუტიანთკარში მთავრობის უყურადღებობაზე საუბრობენ

ვითარება გუგუტიანთკარში – ადგილობრივები ითხოვენ, რომ სოფელში პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს.არსებული მძმე მდგომარეობის მიუხედავად ბახტაძის წარმომადგენელიც კი არ ჩასულა ამ დრომდე გუგუტიანთკარში.
მოქალაქეები ამბობენ, რომ საჭიროა მამუკა ბახტაძე ჩავიდეს სოფელში და თავად ნახოს გაყოფილი ბაღები. მათი თქმით, ისინი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ.

„მთავარია, რომ არ მოიქციონ სარწყავი სისტემა. კარგი იქნება, რომ ჩამოვიდეს, რაღაც სათხოვარი გვაქვს სოფლის დახმარებასთან დაკავშირებით, პატარა დახმარება, ყურადღება, რომ მოგვაქციონ რაღაც სფეროში, პირადად მინდა, რომ ბახტაძე ჩამოვიდეს,“ – ამბობს ადგილობრივი.

სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაცია 7 აგვისტოდან მიმდინარეობს. ე.წ. საზღვრის მიღმა 2 ოჯახის სახლი და რამდენიმე საკარმიდამო ნაკვეთი ექცევა. მოსახლეობა შიშობს, რომ სარწყავი წყლის სისტემასაც მიისაკუთრებენ ოკუპანტები.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები