ახალი ამბებიპოლიტიკა

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი – საქართველომ განვითარების შთამბეჭდავი გზა გაიარა, მოხარული ვიქნებოდი თქვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი ეტაპი მენახა

ვაკვირდებოდით საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას, პროცესი ხისტად მიმდინარეობდა მაგრამ კარგად იყო ადმინისტრირებული და სამართლიანად ჩატარდა, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდეტთან შეხვედრისას განაცხადა.

შტაინმაიერი იმედოვნებს, რომ პოლიტიკური მოთამაშეები დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ფორმატს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყანას, მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე, ვაკვირდებოდით საპრეზიდენტო არჩევნებს და მის მიმდინარეობას, ვნახეთ და ვიგრძენით კიდეც, რომ საარჩევნო პროცესი ხისტად მიმდინარეობდა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ ეს არჩევნები პროფესიონალურად იყო მომზადებული, კარგად იყო ადმინისტრირებული და სამართლიანად ჩატარდა. გვაქვს იმედი და დარწმუნებული ვართ, რომ ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება და პოლიტიკური მოთამაშეები დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ფორმატს, დიალოგს, რაც საშუალებას მოგცემთ საქართველოში განახორციელოთ რეფორმები. საქართველომ განვითარების შთამბეჭდავი გზა გაიარა. მოხარული ვიქნებოდი, რომ თქვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი ეტაპი მენახა“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერის განცხადების ქართულენოვან თარგმანს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები