ახალი ამბები

ფრანგებო, სად ხართ?!!! ან ხართ –კი?!!!

ფრანგებო, სად ხართ?!!! ან ხართ –კი?!!!

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არის  ცნობილი, როგორც ნოტრ-დამი —გოტიკური საკათედრო ტაძარია პარიზის ილ-დე-ლა-სიტეს აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც  გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

117-ე საჯარო სკოლის პედაგოგი, ჟურნალისტი და აქტიური მოქალაქე მარიეტა საყვარელიძე ფეისბუქით ეხმიანება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ხანძართან დაკავშირებულ მოვლენას 

90-იანების ბოლოს…ერთ-ერთი დელეგაციის წევრი ვიყავი–პარიზში უნდა გავფრენილიყავით……
იმ დღეების საინფორმაციოს ხელმძღვანელი გახლდით და ვაშუქებდი კიდევ წასვლამდე ბევრ მასალას–როგორც ,,მოამბეში”…ისე სხვა- გამოცემებში…
ერთ-ერთი ჩინოვნიკის გამო , უარი ვთქვი გამგზავრებაზე…
მიზეზი იმდენად უმნიშვნელოა, გაეცინება კაცს….
…..
მახსოვს, ორმა კარგმა ადამიანმა დამაფინანსა და მითხრა–შენ ნამდვილად ღირსი ხარ და ნუ აჰყვები ამ სიბრაზეს, აუცილებლად უნდა წახვიდეო……
მაინც ღირსეულად მეჭირა თავი–სასტიკად მოვექეცი საკუთარ თავს და არ წავედი.!!!
…(იმ დროს ფრენის შიში არ მქონია)…

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გულუბრყვილო დანაშაული…დიახ, დანაშაული….გამოვტოვე ჩემი ცხოვრების მთავარი რამ!!!……

პარიზში მერეც შემეძლო გაფრენა…
ოღონდ…თვითმფრინავისადმი აკვიატებული დამოკიდებულება ვერ დავძლიე…

საფრანგეთი და ფრანგული კულტურა სხვანაირად უყვარს ქართველს!!!
…ეს არცაა გასაკვირი…
ჩვენი ხელოვნება, მწერლობა ყოველთვის განიცდიდა ფრანგული მიმდინარეობების გავლენას….
როცა ვსაუბრობთ დასავლურისა და აღმოსავლურის სინთეზზე, დასავლურში აუცილებლად ფრანგული ფენომენის შემოსვლა იგულისხმებოდა მუდამ…
თბილისს თუ რამ ევროპული აქვს, სწორედ მე-19 საუკუნის პარიზის გავლენით…ოღონდ ..არა პირდაპირ, არამედ — მეფის რუსეთის მეშვეობით …

გვეტკინა..ეს ტრაგედია!
. ჩვენი ბავშვობა…ჰიუგოს რომანტიკა…გვეტკინა….. ეს დაფერფლილი ტაძარი მთელი კულტურული მსოფლიოს კუთვნილებაა…მერა რა….რომ ბევრჯერ ვუკაკუნეთ კარზე საფრანგეთს და არასოდეს გამოუხედავს ჩვენკენ…(არ ვგულისხმობ კურდღელივით გაქცეული ჟორდანიას მთავრობის შეფარებას)……..
.იმ ცალმხრივ ურთიერთობებს ვგულისხმობ, რომელიც ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა ევროპისგან…

არ ვიცი, რა იქნება შემდეგ!!!…აღადგენენ, რა პრობლემაა! მილიარდერების მეტი რა ჰყავს თუ ვინ ჰყავს მსოფლიოს! მაგრამ ის არ იქნება გოთიკის რენესანსული ძეგლი.!!!…არ იქნება ჩემი ბავშვობის წიგნი….
ის არ იქნება იმ ეპოქების ცოცხალი ორგანიზმი, რითაც კაცობრიობას ხიბლავდა …
ეს არ იყო მხოლოდ ტაძარი………
ესმერალდა ისევ მოკლეს……ოღონდ–ახლა რეალობაში!

….
ფრანგებო, სად ხართ?!!! ან ხართ –კი?!!!

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები