ახალი ამბებიშემთხვევა

ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა

ფოთში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. დაჭრილი ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
ექიმების ინფორმაციით, დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.

ქალს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

როგორც „ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით ითვალისწინებს. უწყების ცნობით, დამნაშავე დაკავებულია.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები