ახალი ამბებისპორტი

ფედერერმა ბერეტინი იოლად დაამარცხა

როჯერ ფედერერმა ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე მატეო ბერეტინი დაამარცხა და ნახევარფინალში გასვლის შეინარჩუნა.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა შეჯიბრის იტალიელ დებიუტანტს ორ სეტში- 7:6, 6:3 მოუგო. ხსენებულმა დაპირისპირებამ 1 საათსა და 20 წუთს გასტანა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში როჯერ ფედერერი სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს გაეჯიბრება და წარმატების შემთხვევაში 1/2-ფინალის საგზურს მოიპოვებს.

ავტორი: ედუარდ მელოიანი

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები