ახალი ამბები

პელეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა

ყოფილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ კიდევ ერთი ოპერაცია გადაიტანა.

Globoesporte-ის ცნობით, პელეს ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია სან-პაულოს კლინიკაში ჩაუტარდა. რის შემდეგაც კლინიკის ადმინისტრაციამ მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება გაავრცელა:

„პაციენტი კარგადაა და ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა, პელე საკუთარ პალატაშია გადაყვანილი“- ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილი ფეხბურთელი საავადმყოფოში 3 აპრილს მოხვდა. მას მაღალი სიცხე ჰქონდა. თუმცა შემდეგ მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები