ახალი ამბებისამართალი

პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ბავშვებზე ძალადობის თემა ძალიან სენსიტიურია.

„ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც არის და ეს უმძიმესია. ესეც ის თემაა, რაზეც ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close