ახალი ამბებიპოლიტიკა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო

„საქართველოს პარლამენტი უახლოეს სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას,“ – ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ გადაწყვეტილება საგანგებო ბრიფინგზე განმარტა.

მისი თქმით, საკითხით დაინტერესებული სხვადასხვა მხარის მიერ გამოითქვა ინიციატივა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა მოხდეს წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით.

„საქართველოს პარლამენტი უახლოეს სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები