ახალი ამბები

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის ადგილი ცნობილია

პარიზის პოლიციამ მიმოიხილა ადგილობრივი მაცხოვრებლების სამოყვარულო კამერებით გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალა. გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ცეცხლი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში ხატი სპირალის ბაზაზე გაჩნდა.
გამომძიებლები ყურადღებას ამახვილებენ ორ საეჭვო გარემოებაზე, რომლებიც ხანძრის გაჩენის მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს. გამოძიების თანახმად, ერთი საკითხი ხანძრის სიგნალიზაციის სენსორების შესაძლო გაუმართაობას ეხება. მეორე მიზეზი წყაროს თქმით, ეხება ლიფტებს, რომლებიც გაკეთდა სარემონტო სამუშაოების დროს. თუმცა ამ ვარაუდზე დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
დაცვის ორმა წევრმა CNN-თან საუბრის დროს აღნიშნა, რომ სიგნალიზაცია გამართული არ იყო. ცეცხლი ადგილობრივი დროით 6:43 შენიშნეს, როდესაც მისი სიმაღლე სამ მეტრს აღწევდა. პირველად სიგნალიზაცია 6:15 წუთზე ჩაირთო, მეორედ 6:43 წუთზე, თუმცა სიგნალიზაციის სისტემამ ისინი სხვა მიმართულებით, კათედრალის თავზე მიიყვანა, საიდანაც ცენტრალურ ნაწილში ცეცხლი შენიშნეს.
შეგახსენებთ, 15 აპრილს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ცეცხლმა ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი კოშკურა გაანადგურა.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად, დაახლოებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში $680მილიონზე მეტი შეგროვდა.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები