ახალი ამბებირეგიონი

პანკისის ხეობის მოსახლეობა დღეს შეკრებას აპირებს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს

სოფელ ბირკიანში, სადაც 21 აპრილს მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.

ჰესი „ხადორი 3″ მშენებლობის მიმდებარედ, კი საპოლიციო კონტროლი გრძელდება, სადაც დაცვის პოლიციის 50-მდე თანამშრომელი იმყოფება. ადგილზე რჩება ინციდენტის დროს დამწვარი სამშენებლო ტექნიკა.

ადგილობრივები დღეს, 14:00 საათზე შეკრებას და მომხდარზე მსჯელობას გეგმავენ. ისინი ასევე ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად მზადყოფნას გამოთქვამენ.

„ჩვენ წყნარად, მშვიდად გვინდა ცხოვრება, ამაზე წყნარი ხეობა არ არსებობს. ვისთან შეთანხმებით დაიწყეს მშენებლობა, ამხელა ხეობაში 9-10 ადამიანი რომ არის მომხრე, ამის საფუძველზე მოხდა ამხელა ამბავი. ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ მთავრობას და კიდევ ერთხელ ავუხსნათ ჩვენი წინააღმდეგობის მიზეზი”, – განაცხადა ადგილობრივმა რამაზ კუშტანაშვილმა.

ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ კვირას მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირები უახლოეს მომავალში ჯერ გამოკითხონ, შემდეგ კი დააკავონ. აღსანიშნავია, რომ მომხდარიდან მეორე დღეს, დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელები კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში გამოკითხეს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები

ასევე იხილეთ

Close