ახალი ამბები

ოზურგეთის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
სოფელ შემოქმედის ტყეში ხანძარი 13 აპრილს გაჩნდა. ძლიერმა ცეცხლმა 30 ჰა ფართობის ტყე და ბუჩქნარი გაანადგურა. რთული რელიეფის გამო, ხანძრის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ მოხერხდა. ცეცხლის ლიკვიდირება 70 მეხანძრე-მაშველმა მოახერხა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები