ახალი ამბებიმსოფლიო

ოსამა ბინ ლადენის შვილი სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს – ტრამპი ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, პაკისტან-ავღანეთის საზღვართან, მოკლულ იქნა ცნობილი ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა ბინ ლადენის შვილი, რომელიც “ალ-ქაიდაში” ერთერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო. ტრამპი არ ასახელებს, თუ როდის განხორციელდა ეს სპეცოპერაცია.
”ჰამზა ბინ ლადენის დაკარგვა “ალ-ქაიდას” არა მარტო ლიდერობის მნიშვნელოვან უნარებს და მამამისთან სიმბოლურ კავშირს ართმევს, არამედ ძირს უთხრის მის მნიშვნელოვან ოპერატიულ საქმიანობას. ჰამზა ბინ ლადინი პასუხისმგებელი იყო სხვადასხვა ტერორისტულ ჯგუფებთან ურთიერთობებზე ტერაქტების დაგეგმვისა და შეთანხმებების საკითხში, ”- ნათქვამია ტრამპის განცხადებაში.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები