ახალი ამბები

ორნელა მუტს პუტინის საქველმოქმედო ვახშამზე დასწრებისთვის ციხე ემუქრება

იტალიის ქალაქ პორდოენოს სასამართლომ ლეგენდარულ მსახიობს რვა თვის პატიმრობა მიუსაჯა. მსახიობს 600 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.
ხანგრძლივი სასამართლო პროცესის შემდეგ, აღმოჩნდა, იტალიელი მსახიობი იტყუებოდა, რომ ავადმყოფობდა და გამოტოვა თავისი სპექტაკლი „Teatro Verdi in Trieste“. ამის ნაცვლად, ორნელა მუტი პუტინის საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო, რომელსაც ასევე ესწრებოდა ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი კევინ კოსტერი. ფილმების იტალიელი ვარსკვლავს ერთ-ერთმა ექიმმა მისცა ცრუ სამედიცინო ცნობა, თითქოს ლარინგიტით იყო ცუდად. მსახიობი გაანთავისუფლეს სპექტაკლიდან, რომლის მონაწილეობაში 25 000 ევროს უხდიდნენ.
ცნობილია, რომ მოსამართლე პატრიცია ბოტერმა მსახიობს უკვე შესთავაზა ზარალის ანაზღაურება 30 000 ევროს ოდენობით, რათა ციხის სასჯელიდან გაანთავისუფლოს.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები