ახალი ამბებიპოლიტიკა

“ორ დღეში გვექნება კონკრეტულ საკითხთა ნუსხა”- ოპოზიცია სამ მთავარ მოთხოვნას დღის წესრიგიდან არ ხსნის

24 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია სამოქმედო გეგმას უახლოეს 2 დღეში გაასაჯაროებს. შეხვედრა, რომელიც ეროვნულ დემოკრატიულ პარტიის ოფისში მიმდინარეობდა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოპოზიცია მთავარ სამ მოთხოვნაში ერთსულოვანია: გადადგეს შს მინისტრი, გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებულები და პროპორციული საარჩევნო სისტემის დაკანონება.

“ოპოზიციაში არ არის ეიფორიული განწყობა, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ და რაღაც დამთავრდა. მთავარი არის ის, რომ ჩვენ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, მათ შორის, გიორგი გახარიას და დაპატიმრებულების გათავისუფლების ნაწილში. ასევე, რაც მთავარია, პროპორციული საარჩევნო სისტემის დაკანონების ნაწილში.

ჩვენ, უახლოეს ორ დღეში, დეტალების გათვალისწინებით ჩამოყალიბებული გვექნება კონკრეტულ საკითხთა ნუსხა იმ მაგიდისთვის, რომელიც შემოგვთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, რომ დავსხდეთ და მუშაობა დავიწყოთ საკონსტიტუციო, თუ არასაკონსტიტუციო ცვლილებებზს.გვექნება, როგორც საკითხთა ნუსხა, რომელიც ყველა ტიპის ნაღმების განაღმულობას გაითვალისწინებს თავის თავში, ასევე გვეყოლება კონკრეტული ჯგუფი, კვალიფიციური მომლაპარაკებლებისა, რომლებიც მკაცრად დაიცავენ იმ მოთხოვნებს, რომელიც ისმის რუსთაველზე უკანასკნელი 6 დღეა და კიდევ გაგრძელდება.

ამ ბრძოლის ეტაპს დაასრულებენ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებით.ამისთვის მზად ვართ.ამ ყველაფერზე ჩვენი მხრიდან წერტილი დაესმება არაუგვიანეს ზეგინდელი დღისა”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები