ახალი ამბებიკრიმინალი

“ოქრო რომელიც ბანკიდან სამი დღის წინ გამოიტანეს, წაღებულია”- თემქაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თემქაზე მოკლული 62 წლის სიმა მირზოევას სახლიდან ძვირათღირებული ოქროულობაა წაღებული. ახლობლების თქმით, ოჯახმა სამი დღის წინ ბანკიდან ოქრო გამოიტანა. მათ ვარაუდით, ბოროტმოქმედებმა ეს იცოდნენ და ყაჩაღობაც სავარაუდოდ ამის გამო დაიგეგმა.

62 წლის სიმა მირზოევას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გამოკითხვაზე იმყოფება მოკლულის მეუღლეც. შვილი კი გერმანიაშია.

წყარო

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები