ახალი ამბებიპოლიტიკა

ოპოზიცია თვითონ ჩამოშლის გზაზეა – ვოლსკი ძებნილ შეპარდთან დაკავშირებით ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და მკვლელობაში ბრალდებული ჯეკ შეპარდის საქართველოში დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი ეხმაურება.

დეპუტატისთვის მიუღებელია ოპოზიციის კრიტიკა, რომლებიც აცხადებენ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ჩამოშლილია.

ვოლსკი ხელისუფლების ოპონენტებს აკრიტიკებს და მათ ბრალდებებითვე პასუხობს.

„ოპოზიცია თვითონ ჩამოშლის გზაზეა თავისი შეხედულებებით, ქმედებებით და უნდათ, რომ ჩამოშლის თემა გადაიტანონ იმ სტრუქტურაზე, რომელიც კარგად მუშაობს,“ – ამბობს გიორგი ვოლსკი.

ხელისუფლების ოპონენტებმა სამართალდამცავ სისტემაში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე ძებნილი პირის დაკავების შემდეგ ისაუბრეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების თქმით, სამართალდამცავი სისტემა მოშლილია.

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და მკვლელობაში ბრალდებული პირი, რომელიც ბოლო 10 თვის განმავლობაში თბილისში თავისუფლად გადაადგილდებოდა, „კურიერმა“ სამართალდამცველებზე ადრე იპოვა და ჩაწერა. მისი პოვნა და დაკავება ქართველმა სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს.

გუშინ ჯეკ შეპარდმა “რუსთავი2-ისთვის” მიცემული ინტერვიუს შემდეგ პოლიციას თავად მიაკითხა. მას ბრიტანულმა სასამართლომ დაუსწრებლად 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება უბედურ შემთხვევას, როდესაც კატერით სეირნობის დროს, რომელიც ამობრუნდა, შეპარდის შეყვარებული გარდაიცვალა. ბრიტანული სკოტლანდ იარდის მიერ გავრცელებული ვერსიით, შეპარდი კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები