ახალი ამბებიპოლიტიკა

ოპოზიცია გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე

ვითარება გუგუტიანთკარში – ოპოზიციის თქმით, რომ მთავრობის წევრებს ოკუპაციის გასაპროტესტებლად არაფერი გაუკეთებიათ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გუგუტიანთკარში ჩავიდნენ და მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებს ხელისუფლებისგან მხარდაჭერა სჭირდებათ, რასაც ვერ იღებენ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნდა დაერეკა და მართლა აეწრიალებინა თავისუფალი სამყაროს ლიდერები, მაგრამ როგორც ვხედავთ, არის ის მოცემულობა, როდესაც ამ ადამიანებს არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, მათ შორის, არც ეკონომიკური და სოციალური დახმარების, არც საუბარი აღარ არის მორალურ დახმარებაზე, თანადგომაზე ხელისუფლების მხრიდან,“ – განაცხადა დეკანოიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ოკუპანტების დღევანდელი ქმედებები ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია. მისი თქმით, რუსეთს დაუსჯელობის სინდრომი აქვს, რადგაც არცერთ გატაცებასა თუ უკანონო ბორდერიზაციაზე, საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ არ რეაგირებს.

„ეს ყველაფერი არის იმის პირდაპირი შედეგი, რომ გასული წლების მანძილზე, მათ შორის, მის გამო, რაც მოხდა უკრაინაში, საქართველოს მიეცა შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დაეცვა საკუთარი პოზიციები, ბევრად უფრო ეფექტიანად. ამ წლებში, სამწუხაროდ, ქვეყანას მართავს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ფაქტობრივად, იმეორებს რუსულ გზავნილებს, რაც შეეხება 2008 წლის ომს და ამით, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს იმას, რომ ეს ბორდერიზაციის, მცოცავი ოკუპაციის პროცესი, ღრმავდება ქვეყანაში, სრული დაუსჯელობის სინდრომი აქვს რუსეთს, იმიტომ, რომ არცერთხელ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწია არცერთ მსგავს დარღვევაზე,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები