ახალი ამბები

ომბუდსმენის მოთხოვნა საქართველოს პროკურატურის მიმართ

ომბუდსმენი ითხოვს, რომ აქციაზე სამართალდამცავთა უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით გამოძიებაში მის აპარატს სრული წვდომა ჰქონდეს მიმდინარე გამოძიების მასალებზე.
„სახალხო დამცველი დიდი ხანია ითხოვს სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საქმეებთან დაკავშირებულ მასალებზე წვდომას. სევე, დამატებით გაცნობებთ, რომ სახალხო დამცველი აპირებს იმუშაოს არა მხოლოდ 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების გამოძიების საკითხებზე, არამედ, შეისწავლოს და შეაფასოს ქვეყანაში აქციების მართვასთან დაკავშირებული სისტემური პრობლემები.
შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს არამარტო პროკურატურას, არამედ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და სხვა უწყებებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქართველოს სახალხო დამცველთან” – განაცხადა ქალბატონმა ნინო ლომჯარიამ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები