ახალი ამბებიპოლიტიკა

ოკუპანტებმა ხურვალეთში მავთულხლართები გაამაგრეს

ოკუპანტებმა ხურვალეთში გამყოფი ზოლის რამდენიმე ადგილას მავთულხლართები გაამაგრეს.

მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 13 ნოემბერს ოკუპანტებმა ე.წ. „საზღვარზე“ მავთულხლართები დაამატეს და გაამაგრეს.

ბლინდაჟის ნაცვლად კი საგუშაგოდ სამხედროები მიტოვებულ სახლს იყენებენ. ლუდა სალია ამბობს, რომ ეს გზა ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ჯუკაანს აკავშირებს და ეს გამაგრებითი სამუშაოები, როგორც ადამიანების, ისე პირუტყვის გადაადგილების შესაზღუდად გაკეთდა.

წყარო: imedinews.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები