ახალი ამბები

ნუ მოაცდენთ ექიმებს იმ ჩივილებით, რომლის მართვა ამ ეტაპზე შინ უფრო უსაფრთხოა

                  დავზოგოთ ის დრო, რომელსაც ექიმები გამიზნულად გამოიყენებენ ეპიდემიასთან ბროლაში

მაია ცომაიას ბლოგი

მოგეხსენებათ კორონავირუსის გამო ხალხის მღელვარება პიკს აღწევს.

დღეს უკვე ყველას აშინებს ისეთი სიმპტომები, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც იჩენს თავს -მსუბუქი ხველა, ტემპერატურა, თავის ტკივილი და სხვა, ანუ სეზონური გრიპის ვირუსები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მსუბუქ მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს.

მხოლოდ სწორი ინფორმირებით მოხერხდება დავზოგოთ ის დრო, რომელსაც ექიმები გამიზნულად გამოიყენებენ, არ მოვაცდინოთ ისინი იმ მარტივი ჩივილებით, რომლის მართვაც ამ ეტაპზე სახლის პირობებში უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე კლინიკებში.
საეჭვო სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის, ბრონქიტის ან პნევმონიის ნებისმიერი კლინიკური გამოვლინება ეპიდემიულოგიური ანამნეზის გათვალისწინებით
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში ეპიდემიოლოგიურად არასახარბიელო ქვეყნებისა და რეგიონებში ყოფნა;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ით დაავადებულ ადამიანებთან კონტაქტი;
  • ბოლო 14 დღის განმავლობაში იმ პირებთან კონტაქტი, რომლებიც ახალი SARS-CoV-2 კორონავირუსის გამო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან
როგორ ამოვიცნოთ დაავადება
COVID-19-ის ზოგადი მახასიათებელი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა. შესაძლებელია, ზოგჯერ ზოგადი სინუსური ინფექციის (სინუსიტის) ნიშნები ან ცუდად ყოფნის შეგრძნება ცხელების გარეშე.
მწვავე რესპირატორული დაავადების და გაციების დროს COVID-19-ისაგან განსხვავებით, არის სველი ხველა და არა მშრალი და ყოველთვის აღინიშნება ცხვირის გაჭედილობა და სურდო.
მსგავი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მცირედ მომატება,  მსუბუქი ან ზომიერი თავის ტკივილი
მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია

სიმპტომები-სურდო, ხველა, ყელის ტკივილი, ცემინება, ცრემლდენა, სახსრებისა და თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, სისუსტე

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები