ახალი ამბები

ნინო ამირეჯიბის “ალფას ვიბრაცია”- “გახდი ბესტსელერის ავტორის”  ფინალისტია

ხმის მიცემა 25 ივნისს დაიწყო და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება

  ნინო ამირეჯიბის “ალფას ვიბრაცია”- ფინალისტი ჟიურის ათეულიდან

   მაია ცომაიას ბლოგი

 „პრეზიდენტი 7 წლით“ , ,,გოგონა მონტე-ნაპოლეონეს ქუჩიდან“, მოთხრობა  „აზადა“ (ლიტერატურულ კონკურს ,,წეროს” 2015 წლის საუკეთესო ნაწარმოების კრებულში მოხვდა), “მამაჩემის საარჩევნო ვნებანი” -ეს ის ნაწარმოებებია, რომლებიც დიდი მოწონებით სარგებლობს ახალგარდა მკითხველთა შორის.

 ავტორი ახალგაზრდა მწერალი, პროფესიით ფსიქოლოგი ნინო ამირეჯიბია.

 

ნინო ამირეჯიბის ნაწარმოებები გამოირჩევა სულიერი სიღრმით, ავტორი ცდილობს გმირების ქვეცნობიერში ჩაგვახედოს და მიზეზის მიზეზი გვაპოვნინოს, ამაში ავტორს მისი პროფესია უდავოდ ეხმარება.

ამჯერად კი  ნინო ამირეჯიბის  “ალფას ვიბრაცია” გამომცემლობა ”პალიტრა L”-ის უნიკალურ სახალხო კონკურსის – ”გახდი ბესტსელერის ავტორი”  ფინალისტია ჟიურის ათეულიდან.

“ალფას ვიბრაცია”- რომანის მთავარი გმირი ანთია ახალგაზრდა მწერალია, რომელიც გამუდმებით, ყველგან და ყველაფერში ბედის ნიშნებს ეძებს.
წიგნი „ალფას ვიბრაცია“ საფოსტო წერილების ნაკრებისა და ქალის დანაშაულის განცდებისგან შემდგარი რომანია.

რომანში მთავარი გმირი არ არის წარმოდგენილი, როგორც ცალკე მდგომი მონოლოგისტი, ვინც ერთი შეხედვით აღწერს საკუთარ რომანტიულ თავგადასავალს და განცდებს, აქ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ ადამიანის ალტერ ეგო, პარალელური დამკვირვებელი, რომელიც ირონიულ პრიზმაში ატარებს თავის პირად გამოცდილებას.

ერთხელაც, დიდი სიყვარულიც შეიძლება მოგბეზრდეს. გაიღვიძო და დაივიწყო… ადგე და დაიღალო… გადმოალაგო ის ძველი ფერადი კაბები და წარსულს უკან გაატანო სამუდამოდ. ერთ დიდ, უზარმაზარ ყუთში გამოკრა მასთან დაკავშირებული ნივთები, ზედ ვერ ასრულებული ოცნებები მოაყარო. ჩაკეტო და შორს გაამგზავრო გადასაგდებად… იქ… სადღაც… ვიღაც მაინც იპოვის აუცილებლად, იპოვის და შენს ყვავილებიან კაბებში სხვას მოაწონებს თავს. შენ კი ვერსაიდან შესძახებ, რომ იმ ლამაზ კაბებს ვიღაცის დაუსრულებელი ოცნებების აურა დაკრავს. ვერ გააგონებ ხმას, რომ უნდა განერიდოს, ხელი არ დააკაროს, არ მოიზომოს. ხელი არ ახლოს… რადგან ამ ფერად ნაჭრებს ფერწასული, დაკონკილი კაბებიც კი ათასჯერ და მეტჯერაც სჯობს…

 

ხმის მიცემა 25 ივნისს დაიწყო და 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 

კონკურსს ეყოლება 5 გამარჯვებული, რომელთაგან 3-ს ხალხი აარჩევს, ხოლო 2-ი ჟიურის რჩეული იქნება. გამარჯვებულების ნაწარმოებებს პალიტრა L გამოსცემს და მის ბესტსელერად ქცევას მთელს ძალისხმევას მოახმარს. რადგან კონკურსი სახალხოა, ნაწარმოები გამოცემამდეც კი მოიპოვებს პოპულარობას, რადგან მას უამრავი მკითხველი ეყოლება.

პს. რადიო საქართველოს ხმა ულოცავს ნინო ამირეჯიბს წარმატებას და უსურვებს გამარჯვებას

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები