ახალი ამბები

ნიკოლოზ სააკაშვილი კვლავ კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის განვითარებისთვის

ნიკოლოზ სააკაშვილი კვლავ კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის განვითარებისთვის  

კურორტების დანიშნულება სამკურნალო თვალსაზრისით
როგორ შევინარჩუნოთ, განვავითაროთ და გადავარჩინოთ აღნიშნული დარგი საქართველოში ?

 

ჩემი ბლოგის სტუმარია ნიკოლოზ სააკაშვილი თსსუ პროფესორი, დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის ბალნეოლოგიური ცენტრის ყოფილი გენერალური დირექტორი, ამჟამად სამედიცინო ცენტრ „გასტროენტეროლოგის“ გენერალური დირექტორი

ნიკოლოზ სააკაშვილი არის  62 სამეცნიერო შრომის ავტორი კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის აქტუალურ საკითხებში. ასევე უკრაინის ადამიანის ჯანმრთელობის და რეაბილიტაციის აკადემიის აკადემიკოსი-კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის მიმართულებით.
შვიდი წიგნის ავტორი-კურორტოლოგიის საკითხებში, აქედან ერთი სახელმძღვანელოსი-ატლასი „საქართველოს კურორტები“-ს მთავარი რედაქტორი, მსოფლიოს კურორტების ენციკლოპედიის თანაავტორი.

ნიკოლოზ სააკაშვილი: 

კურორტოლოგია არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს კურორტების სამკურნალო თავისებურებებსის კლინიკური მედიცინის ერთერთი დარგია, რომელიც  მოიცავს ბალნეოლოგიას, ბალნეო თერაპიას, ბალნეო ტექნიკას, კურორტულ კლიმატოლოგიასსაქართველოში 100 ზე მეტი კლიმატური და სამკურნალო კურორტია. მინერალური, გოგირდოვანი წყლების და სამკურნალო ტალახების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საშუალებას იძლევა შეძლებისდაგვარად განვავითაროთ სამკურნალო ტურიზმი ქვეყანაში.

-ბ-ნო ნიკა  რა განსაზღვრავს კურორტის პროფილს

-კურორტი ეს არის ადგილი, სადაც არსებობს ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები ეს იქნება მინერალური წყალი, ტალახი, თუ გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე ჰავა , რომელიც იძლევა შესაძლებლობას მათი  სამკურნალოპროფილაქტიკური მიზნით გამოსაყენებლად.  განასხვავებენ კურორტების სამ ძირითად ჯგუფსკლიმატურს, ბალნეოლოგიურსა და ტალახით სამკურნალოს. კლიმატური კურორტი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს მთისა, ზღვის სანაპირო, ტყისა და ველის. ხოლო ბალნეოლოგიური კურორტისასმელი წყლისა და აბაზანებით სამკურნალო. თუ კურორტზე ერთდროულად არსებობს რამდენიმე ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი, მაშინ ის შერეული პროფილისაა, მაგალითად, კლიმატურბალნეოლოგიური, ბალნეოლოგიურტალახისა, კლიმატურტალახისა, კლიმატურბალნეოლოგიურტალახისა და სხვა. საქართველო გამორჩეულია თავისი სამკურნალო კურორტებით საქართველოში დაახლოებით 2000 მინერალური წყაროა. მინერალური წყლების სიმდიდრე და მრავალფეროვნება პაციენტებს საშუალებას აძლევს მრავალი დაავადებისგან განიკურნონ.

-ბ-ნო ნიკა, 1999 წელს, როდესაც თქვენ დაინიშნეთ თბილისის ბალენოლოგიური კურორტის დირექტორად,  გქონდათ უცხოელ კოლეგებთან საკმაოდ მჭიდრო კონტაქტები, რაც კიდევ უფრო აუმჯობესებდა ცენტრის მუშაობას.

ბალნეოლოგიური ცენტრის განვითარებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები ისახებოდა. მქონდა ურთიერთობა    კარიტასთან და  ბევრი სასიკეთო იდეის განხორციელება შეგვეძლო, ასევე  თბილისის ბალნეოლოგიურ კლინიკის გაუმჯობესება იმ სახსრებით, რომელიც კარიტასს გააჩნდასანაცვლოდ, კი გაჩნდებოდა საშუალება უამრავი  ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების განკურნების. თუმცა სამწუხაროდ  სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი გაიყიდა. მიზეზად დასახელდა ქართული ეკონომიკის გამყარება.

(იაპონელ სტუმრებთან ერთად)

-რატომ მოხვდა ნო ნიკა კურორტი სააგენტოს საპრივატიზაციო გასაყიდი ობიექტების  ნუსხაში? ვერ ფარავდა ხარჯებს?  

 ბალნეოლოგიურ კურორტს არანაირი დავალიანება არ ჰქონდა, მის  ხელში ჩაგდებას წლების განმავლობაში არაერთი კომპანია ცდილობდა. ჩემი დიდი ძალისხმევით  წლების მანილზე ვაჩერებდი ამ პროცესს და ვუნარჩუნებდი კურორტს პროფილს. 

-ბონო ნიკა, თქვენ დღეს აღარ ხართ ბალნეოლოგიური კურორტის ხელმღვანელი, თუმცა არ გაჩერებულხართ ,  კვლავ საყვარელ სფეროში მოახერხეთ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების დანერგვა ახალ სამედიცინო ცენტრ „გასტროენტეროლოგში“,  რომლის გენერალური დირექტორიც ხართ ამჟამად….

 ახალი სამედიცინო ცენტრი გასტროენტეროლოგი“ ჩემი ინიციატივით და  ქართველი ბიზნესმენების მხარდაჭერით გაიხსნა, ჩემს  წლების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ვუზიარებ ამ ცენტრში მომუშავე პროფესიონალ და წამყვან სპეციალისტებს. , მოხარული ვარ, რომ გასტროენტეროლოგის განხრით კვლავ ჩაეყრება საფუძველი იმ რესურს, რომელიც წლების მანძილზე კარგად აპრობირებული და შესწავლილი მაქვს.  ეს გახლავთ ფიზიკური, ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობა  სხვადასხვა დაავადებების დროს. სამედიცინო ცენტრი “გასტროენტეროლოგი”  საშუალებას იძლევა   ადამიანებმა  თბილისიდან გაუსვლელად ჩაიტარონ კურორტული მკურნალობა.

-გილოცავთ ბ-ნო ნიკა , მე თქვენ სხვა სფეროში ვერ წარმომიდგენიხართ, მოხარული ვარ, რომ თქვენს გამოცდილებას ეზიარება მომავალი თაობის წარმომადგენლები!

მოამზადა მაია ცომაიამ

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები