ახალი ამბებისპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ დროისთვის მსოფლიოს მე-15 ჩოგანია

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ყველაზე პრესტიჟულად მიჩნეულ უიმბლდონის ტურნირზე დღეს ძირითადი ბადეში განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი შეხვედრა გამართა.
მსოფლიო რეიტინგში 198-ე ადგილზე მყოფმა მასპინძელმა, ჯეიმს ვარდმა მატჩში ფავორიტად მიჩნეულ ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ორის სეტის შემდეგ დაწინაურდა კიდევაც – 2:0. კარგად დაიწყო მან მესამე სეტიც და პირველივე გეიმი აართვა ბასილაშვილს, თუმცა ამ უკანასკნელმა შეძლოს ჯერ მე-3, შემდეგ კი მე-4 და მე-5 სეტის და მასთან ერთად მატჩის მოგებაც – 2:6, 4:6, 6:4, 6:4, 8:6

შეხვედრის უაღრესად დაძაბული ხასიათის და ვარდის შეუპოვარი წინააღმდეგობის დამადასტურებელია მე-4 სეტის მესამე, ვარდის გეიმის გათამაშება, რომლის დროსაც ნიკოლოზ ბასილაშვილს 5-ჯერ(!) ჰქონდა გეიმ -პოინტი, თუმცა საბოლოოდ გეიმი მან ვერ მოიგო: 0:15, 15:15, 15:30, 15:40 გპ, 30:40 გპ, 40:40, A: 40, 40:40, 40: გპ, 40:40, A: 40, 40:40 40: გპ, 40:40, 40: გპ, 40:40, A: 40, 40:40, A: 40. მეხუთე სეტში ჯეიმს ვარდმა კვლავ გაიბრძოლა და ანგარიშზე 4:5, ბასილაშვილის გეიმი მოიგო, შემდეგ კი დაწინაურდა კიდევაც – 6:5. ბასილაშვილმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და შემდეგ ტაი-ბრეიკზე სეტიც მოიგო და მატჩიც.

ნიკოლოზ ბასილაშვილის და ჯეიმს ვარდის შეხვედრის დაწყებამდე თავის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა პეიტინგში მე-15 ადგილზე მყოფი ფრანგი გაელ მონფილსი, რომელსაც შარშან უიმბლდონში მოპოვებული 170 ქულა ჰქონდა დასაცავი. შედეგად ჯერ კიდევ ვარდისთან მატჩის დაწყებამდე მსოფლიო რეიტინგში მე-15 ადგილზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა გადაინაცვლა. ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მე-2 წრეში კიდევ ერთი მასპინძელი მსოფლიოს 56-ე ჩოგანი დანიელ ევანსი იქნება.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები