ახალი ამბები

„ნიკა გვარამიას საგანგებო ბრიფინგი“

საგანგებო ბრიფინგზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„ეს ფაზა იქნება უკანასკნელი და გადამწყვეტი არა მხოლოდ რ2-სთვის და თავისუფალი სიტყვისთვის, არამედ ქვეყნისთვის. რუსულ ორიენტაციასა და დასავლურ ორიენტაციას შორის ბრძოლის ხაზი გადის რუსთავი2-ზე ეს უნდა გააცნობიერონ პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა.

9%-ის მფლობელი მეწილის ნინო ნიჟარაძის სარჩელი, სხვა მეწილეების ჩემი და გაყიდვების სახლის წინააღმდეგ, ნიჟარაძე ითხოვს კომპენსაციას დაგროვილი გადასახადებისგან, 2015 წელს გამქრალი 10 მილიონიდან, ასევე ითხოვს ჩემგან რატომ გავზარდე უფასო რეკლამების ლიმიტი, რითაც მისი თქმით ზიანი მივაყენე კომპანიას და ასევე ითხოვს 1,6 მილიონს პირადად მისთვსი, რადგან სხვა მეწილეებმა არ მიცეს წილის გაყიდვის უფლება. ჯამში ითხოვს 26 მილიონ ლარს, ჩემგან და მეწილეებისგან. ეს დავა არის აბსურდული, სარჩელი სარჩელისთვის დაყრდნობილია მარეგულირებელისა და საშემოსავლოს ინფორმაციებს. დავას იხილავს ქართულ სასამართლოში ბინძური მოსამართლე ქოჩიაშვილი.“-განაცხადა ბატონმა ნიკა გვარამიამ.

გენერალური დირექტორის განცხადების მიხედვით, პოლიტიკური ელიტის მხრიდან ისევ გრძელდება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე თავდასხმა. მათი მიზანი კი ტელეკონპანიის გაკოტრებაა. მიუხედავად იმისა, რომ სარჩელი შეტანილი აქვს „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის გოგი გეგეშიძის მეუღლეს, ქალბატონ ნინო ნიჟარაძეს, ბატონი ნიკა გვარამია მიიჩნევს რომ აღნიშნული საქმის უკან მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კობა ბექაური დგას.

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები