ახალი ამბებიპოლიტიკა

“ნეტავ, როდემდე გაჭრის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში თუ რამეს აპროტესტებ – ნაცი ხარ” – მაკა ჩიჩუა

მაკა ჩიჩუა რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მვლენებს ეხმაურება და სვამს კითხვას თუ როდემდე შეიძლება გაგრძელდეს საქართველოში ყველა პროტესტის გამომხატველი ადამიანის ნაცად შერაცხვას.
„ნეტავ, როდემდე გაჭრის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში თუ რამეს აპროტესტებ – ნაცი ხარ“.

მის ამ ფრაზას ასეთი გამოხმაურებები მოჰყვა:

„აღარ ჭრის. ლეღვის ფოთოლია უკვე!!!“

„იმიტომ, რომ ეტენებიან ნაცები და პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის საშუალებას არ გვაძლევენ“

„ნაცი არ ხარ, ნაგრამ თუ რამეს აპროტესტებ, აუცილებლად ნაცი ჩაგკიდებს თავის ბინძურ ხელს“

„სანამ არ დაგვაცდიან, გავაპროტესტოთ საკუთარი ქვეყნის ღირსება ისე, რომ ეს უღირსოები სათავეში არ იდგნენ გამოჭენებულები, ვითომ გული შესტკივათ ვინმეზე ან რამეზე“

„უკვე ყველაფერში გაუტოლდნენ და ბევრში მგონი, გადაასწრეს კიდეც! ამიტომ ნაცით ქოცი ვეღარ პრავდება“

„ამ ქვეყანაში უამრავი რამე მეპროტესტება, ღმერთმა დამიფაროს, რომ ვინმემ ამის გამო ნაციონალების სიას მიმაწერონ“ – წერს მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები