ახალი ამბებიმსოფლიო

ნატომ სწრაფი რეაგირების ძალების მზადყოფნა შეამოწმა

2500 გერმანელი,ჰოლანდიელი და ნორვეგიელი ჯარისკაცი ,1000-მდე სამხედრო ტექნიკა ამჟამად იღებს მონაწილეობას წვრთნაში ,,დიდებული ნახტომი’’ დასავლეთ პოლონეთში,ზაგანის პოლიგონზე. წვრთნა მოიცავს თავდაცვითი ტაქტიკის დახვეწას ტანკებისა და ქვეითთა წინააღმდეგ ბრძოლაში,ასევე ნაღმების აღმოჩენასა და განადგურებას.სწრაფი რეაგირების ძალების მობილიზება და გადასროლა დაიწყო გერმანიაში 1700 ქვეითის,600 ჯავშანმანქანისა და 70მდე ტანკის მობილიზების სახით ქალაქ ქემნიცთან .ამავდროულად,ასეულობით ჯარისკაცი და ტანკი იქნა ნორვეგიასა და ჰოლანდიაში მზადყოფნაში მოყვანილი- ევროპული მობილური სამხედრო დანაყოფები უმოკლეს დროში შეუერთდნენ ერთმანეთს ზაგანის პოლიგონზე. ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები მუდმივად განიცდის როტაციას და მოიცავს რამდენიმე ათას სამხედროს,რომლებიც მზად არიან ოპერატიულად გასცენ პასუხი ნებისმიერ გამოწვევას ზღვაზე,ჰაერსა და ხმელეთზე.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები