ახალი ამბებისაზოგადოება

ნასვამმა კაცმა მეზობელს ყური მოაჭამა – შემთხვევა გურჯაანში მოხდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მამაკაცმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს ყური მოაჭამა. მოძალადე, როგორც „სპექტრი“ იუწყება, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მამაკაცი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულმა სამმართველომ უკვე დააკავა.მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები