ახალი ამბებისაზოგადოება

“მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ დავაფინანსოთ “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის ” – მამუკა ხაზარაძე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მზადაა „თიბისი ჰოლდინგის” სახელით დააფინანსოს „ჯორჯიან ეარვეისის“ 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით.
“მეგობრებო, როგორც ჩვენთვის ცნობილია 8 ივლისიდან რუსეთიდან საჰაერო ფრენები წყდება, რაც ტურისტულ სეზონს ბუნებრივია დაემჩნევა. აქედან გამომდინარე მზადყოფნას გამოვთქვამ, რომ “თიბისი ჰოლდინგის” სახელით დავაფინანსო “ეარზენას” 10 ჩარტერული რეისი უკრაინელი ტურისტებისთვის კიევიდან თბილისის მიმართულებით, რათა მხარი დავუჭიროთ ქართულ ტურისტულ ინდუსტრიას” – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსებეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მთავრობას დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება დროებით აუკრძალა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები