ახალი ამბები

მზადდება კლინიკები საველე პირობებისათვის

მიაქციეთ ყურადღება! ასეთი კლინიკა ხდება ინფექციის წყარო!

მზადდება კლინიკები საველე პირობებისათვის

მაია ცომაიას ბლოგი

თსსუ-ს საპატიო დოქტორი ირმა კვიცარიძე ის ქართველი ექიმია, რომელიც წლებია წარმატებით მოღვაწეობს ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სხივური თერაპიისა და რადიოონკოლოგიის ცენტრში. 

 ქ.ნ ირმა მუდმივად და აქტიურად არის ჩართული საქართველოში მედიცინის სფეროში მიმდინარე პროცესებში, საჯაროდ გამოხატავს მოსაზრებებს, გვიზიარებს წამყვანი და მოწინავე ქვეყნების გამოცდილებებსა და რეკომენდაციებს. 

ექიმმა ასევე დაუფარავად გაგვიზიარა ინსბრუკში დაფიქსირებულ კორონა ვირუსით დაავადების პირველ 2 შემთხვევაზე და ყველა იმ სამოქმედო ღონისძიებაზე, რომელიც ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო !პანიკა დიდხანს არ გაგრძელებულა! 

ამჯერადაც ექიმი გვიზიარებს იმ ქვეყნის ზოგადი პანდემიის გეგემას, სადაც სისტემა, განსაკუთრებით სამედიცინო, გამართულად მუშაობს!

 მნიშნელოვანია გავითვალისწონოთ ის მთავარი აქცენტები, რომელიც თავიდან აგვაცილებს იმ მოსალოდნელ საშიშროებას, რომლისგან დაზღვეული არცერთი ქვეყანა არ გახლავთ .

მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და თანმიმდევრულობა

ირმა კვიცარიძე

მთავარი -საზღვარი იტალიასთან ჩაკეტეს!
იმის გამო, რომ ტიროლის მხარე ესაზღვრება იტალიას, განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა ავსტრიის სხვა მხარეებთან შედარებით.
კლინიკაში სრული მობილიზაციაა, მორიგე ვარ, ამიტომ აქამდე ვერ მოავახერხე ნათარგმნი ინფორმაციის მოწოდება.
სუნივერსიტეტო კლინიკა გადადის სრულ მზადყოფნაზე
1. ყველა გეგმიური ოპერაცია აპრილის ბოლომდე გადაიდო
2. დავიწყეთ განყოფილებებიდან პაციენტების ბინაზე გაწერა, დარჩენილების მხოლოდ გარკვეულ განყოფილებებში გადანაწილება
3. ყველა ამბულატორიული ვიზიტი პაციენტების გადაიდო, მოხდება ტელეფონით დისტანციურად პაციენტებთან გასაუბრება, საჭიროების შემთხვევაში კლინიკაში ტრანსპორტირება
4. ინტენსიური განყოფილებები გადავიდა სრულ მზადყოფნაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აპარატურა მართვითი სუნთქვისათვის უნდა იყოს მომზადებული იმ პაციენტებისათვის, ვისაც ვირუსით გამოწვეული დაავადების გართულება დაუდგინდება. აქვე უნდა ავღნიშნო, პაციენტები მოთავსთდებიან მხოლოდ ინფექციურ განყოფილებაში და საჭიროების შემთხვევაში ინტენსიურ განყოფილებებში. მიაქციეთ ყურადღება!!!! ამ განყოფილებებს აქვთ იზოლირებული სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემა, არ მოდის შეხებაში სხვა განყოფილებებთან. სხვა შემთხვევაში მსგავსი ღონისძიების ჩატარება დამღუპველია კლინიკისათვის და ასევე ასეთი კლინიკა ხდება ინფექციის წყარო!
5. განყოფილებები იმუშავებენ განრიგით. მაგალითად სხივურ თერაპიაში განყოფილების თანამშრომელთა ჯგუფი გაიყო ორად (როგორც ექიმების, ასევე ფიზიკოსები, ასევე ტექნიკური პერსონალი, მედდები და დამხმარე პერსონალი), რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 კვირა იმუშავებს ერთი ჯგუფი, შემდეგი 2 კვირა- მე-2 ჯგუფი. იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში დაფიქსირდა კორონა ვირუსით დაავადების 1 შემთხვევაც კი, მაშინ მთელი ჯგუფი გადადის კარანტინში და სამუშაოდ გამოვა მეორე ჯგუფი. ასეთი დაყოფა არ დაარღვევს პაციენტების მკურნალობის რეჟიმს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება განყოფილების დახურვა.
6. ყოველდღე უტარდება სპეციალური ხსნარებით განყოფილებებს დეზინფექცია
7. ასევე თითოეულ ჩვენთაგანს ევალება სამუშოა ადგილის დღეში რამდენიმეჯერ დეზინფექცია.
8. გავაუქმეთ დაგეგმილი შვებულებები, არა აქვს მნიშვნელობა რომელი მიმართულებით. თუ მაინც გადავწყვეტთ მოგზაურობას და დაბრუნებისას მოვხვდებით კარანტინში, მაშინ ის14 დღე ჩამოეჭრება ჩვენს მშვებულებას. ასევე შენიშვნა ჩაიწერება პირად საქმეში.
9. სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები გადავიდნენ ონლაინ რეჟიმში სწავლებაზე
10. თვითიზოლაცია/კარანტინი მიმდინარეობს სახლებში, უზრუნველყოფა ადამიანების საჭირო პროდიქტით ხდება სოციალური სამსახურის მუშაკების მიერ, რომლებმაც სპეციელური სწავლება გაიარეს.
11. მუდმივად შესაძლებელია ცხელ ხაზზე ექიმთან ან სხვა მედპერსონალთან დაკავშირება.
12. საკმარისი მარაგია ქვეყანაში როგორც მედიკამენტების ასევე, სადენსიფექციო საშუალებების
13. მუდმივ რეჟიმში ხდება დასუფთავება და დეზინფექცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის.
14. გადაიდო ყველა კონგრესი, კონცერტი თუ სხვა ღონისძიება
15. არ არის პანიკა საკვების მომარაგებით.
16. თუ დაავადებულთა და კარანტინში მყოფ პირთა რიცხვი გაიზრდება, მზადდება კლინიკები საველე პირობებისათვის, რაშიც სამხედროთა სპეციალური ჯგუფია ჩართული.
17. აქტუალური ინფორმაციის მიწოდება ხდება მოსახლეობისათვის საათობრივ რეჟიმში. ამაში ჩართულია ყველა სახის მედია საშუალებები.
18. მთლიან კორდინაციას აკეთებს ქვეყნის ნაციონალური უშიშროების სამსახურში არსებული კრიზისების მართვის ჯგუფი, წინასწარ გაწერილი გეგმით. ჯგუფში შედიან მხოლოდ საქმის მცოდნე სპეციალისტები, რომლებიც განსაზღვრავენ მოქმედების გეგმას, რომელიც მიეწოდება ხელისუფლებას. აქ კი ყველა სტრუქტურას აქვს შესაბამისი მოქმედების გეგმა.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2806765592774984&id=100003247129302

 

კომენტარები
ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები