ახალი ამბებისაზოგადოება

მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით, აქოლისმა პირველი ეტაპის სამუშაოები წარადგინა

4 აპრილს, ამხანაგობა „აქოლისმა“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით პირველი ეტაპის სამუშაოები წარუდგინა.
მომსახურების I ეტაპი მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შედგენისთვის, წინასაპროექტო კვლევასა და სტრატეგიული განვითარების ხედვის (კონცეფციის) შემუშავებას, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების შემუშავებისთვის საკანონმდებლო ბაზის კვლევას ითვალისწინებდა.

შინაარსობრივად, I ეტაპზე ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა: ფიზიკური

გარემოს კვლევას, რომელიც, თავის მხრივ, შედგებოდა ფიზიკური გარემოს ფიქსაციის, კულტურული და ბუნებრივი ფასეულობების მონაცემების შეგროვებისა და უფლებრივი გარემოს ფიქსაციისგან; დოკუმენტურ კვლევასა და ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას.

შესაბამისად, წინამდებარე ანგარიში შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

1) ორთოფოტოსურათი და ლიდარული სკანირება;

2) ტოპოგეოდეზიური რუკა;

3) საკადასტრო რუკა და უფლებრივი მონაცემები;

4) საყრდენი (საბაზისო) რუკა;

5) საინჟინრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის რუკა;

6) კულტურული ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა;

7) ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები და შესაბამისი რუკა;

8) ზოგად გეოლოგიური მონაცემების რუკა;

9) ზოგად სეისმური მონაცემების რუკა;

10) ზოგად კლიმატური მონაცემების რუკა;

11) ეკოლოგიური მონაცემები და შესაბამისი რუკა;

12) წინასწარი სოციოლოგიური მონაცემები;

13) ტურიზმის შეფასების კვლევა;

14) დოკუმენტური კვლევა;

15) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და განვითარების ხედვა.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები