ახალი ამბებიპოლიტიკა

“მთელმა საქართველომ მეტად გავაგონოთ უნდა ხმა ლავროვს, თუ რას ვფიქრობთ რუსულ ოკუპაციაზე” – დავით ჭიჭინაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი და მოძრაობა “ტრიბუნას” დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ლავროვთან მოლაპარაკებებზე, საქართველოს წარმომადგენლად ვერ გამოდგა.

ჭიჭინაძე მიიჩნევს , რომ მთელმა საქართველომ უნდა გააგონოს ხმა ლავროვს, თუ რას ფიქრობს ქვეყნის მოსახლეობა რუსეთსა და რუსულ ოკუპაციაზე.

„ფაქტია, მინისტრი ზალკალიანი ვერ გამოდგა საქართველოს წარმომადგენლად ლავროვთან მოლაპარაკებებზე, რადგან, სხვა რომ არაფერი, ბოლო შეხვედრის შემდეგ, დაგვცინეს კიდეც.

ამიტომ, ზალკალიანმა რა უნდა დააჯეროს ლავროვს არ ვიცი, მაგრამ იქნებ მთელმა საქართველომ და ჩვენმა მოსახლეობამ უფრო მეტად გავაგონოთ ხმა ლავროვს, რას ვფიქრობთ რუსეთზე და რუსეთის ოკუპაციაზე ზოგადად.

ვაჩვენოთ ღირსება და რეალური ხმა, ისევე როგორც გავრილოვთან მიმართებაში” – აცხადებს ჭიჭინაძე.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები