ახალი ამბებიპოლიტიკა

მთავარია შეიქმნას კომისია, სადაც შევა ყველა პოლიტიკური სუბიექტი და არასამთავრობო ორგანიზაცია – ხატია დეკანოიძე მმართველი პარტიის შეთავაზებაზე

“ქართული ოცნება” პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობი ორგანიზაციებს, დიპლომატებს და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს, 1 ივლისს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ინიციატივის წარდგენაზე იწვევს.
„ნაციონალურ მოძრაობის“ ერთერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პროპორციული სისტემა არის უდიდესი მონაპოვარი იმ ადამიანების, ვინც ქუჩაში იდგა და აპროტესტებდა და ასევე ოპოზიციის, 20 პოლიტიკური პარტიის, რომელმაც 250 000-მდე ხელმოწერა მთელი საქართველოს მასშტაბით შეაგროვა და პარლამენტში შეიტანა. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ახლა მთავარია ის კომისია, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმუშავებს, დაკომპლექტდეს როგორც პოლიტიკოსებით, ასევ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ დარეგისტრირდეს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, შეიქმნას კომისია. ისედაც იქმნება მაგრამ ამ კომისიაში შევიდეს ყველა ის პოლიტიკური პარტია, სუბიექტი და არასამთავრობო ორგანიზაცია რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი მოსაზრება საკონსტიტუციო ცვლილებებზე და პროპორციული სისტემაზე . ასევე ის აქტივისტები რომლებიც პროპორციული სისტემას ითხოვენ უკვე ძალიან დიდი ხანია და მოეწყოპს საყოველთაო განხილვა,“ – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები