ახალი ამბებიპოლიტიკა

“მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს: უზურპატორი უნდა წავიდეს!“-ნიკა გვარამია არჩევნების ახალ სისტემას ეხმაურება

2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით ჩატარებას „რუსთავი 2“_ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია „ოცნების ხრიკს“ უწოდებს. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს:
„ნულოვანი ბარიერი, პირადად ჩემთვის, ცუდია და ბევრ რისკს შეიცავს. მით უმეტეს, როცა ქვეყანას რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მართავს.
თუმცა, ამ წუთში, მოვლენების განვითარების ამ ეტაპზე, ნულოვან პროექტთან დაკავშირებული ყველაზე დიდი რისკი და საშიშროება აქციის და მისი მხარდამჭერი პარტიების კონფლიქტი და დაშლაა. ამით კი სრული ფრუსტრაცია და ივანიშვილის უძლეველობის მითის დამკვიდრება გარანტირებულია. რისკების და საშიშროებების აწონვით, სწორი და მშვიდი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. ისე გასწავლით, ვითომ მე გამომდიოდეს ყოველთვის, მაგრამ ცნობიერ დონეზე სულ მახსოვს, რომ რაციონალიზმი ყველაზე ემოციურ მომენტებშიც საჭიროა.
მთავარი, რაც უნდა გვახსოვდეს: უზურპატორი უნდა წავიდეს!“

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები