ახალი ამბები

“მთავარი არხის” ჟურნალისტები გადაღებებზე გავიდნენ

9 სექტემბერს, საღამოს 9 საათზე, „მთავარი არხი“ მაუწყებლობას იწყებს. ჟურნალისტები უკვე გავიდნენ გადაღებებზე. სოციალურ ქსელში ვრცელდება ჟურნალისტ ნინო სამყურაშვილის ფოტო. მისი ჩართვები “რ2”-ის მსგავსად, “მთავარ არხზეც” ძირითადად პარლამენტიდან იქნება.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი2” საინფორმაციო გამოშვება “კურიერის” თითქმის სრულმა შემდაგენლობამ მას შემდეგ დატოვა რაც ახალმა მფლობელმა და დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და მასთან ერთად რ2-ის რამდენიმე ცნობილი ტელეწამყვანი სამსახურიდან გაუშვა. ჟურნალისტებმა წასვლის მიზეზად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის შექმნილი საფრთხე დაასახელეს.

წყარო

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები