ახალი ამბებიპოლიტიკა

მთაწმინდის მეცხრე საარჩევნო უბანთან ამომრჩეველს “ოცნების” საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკონტროლებს

„ქართული ოცნების“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ივანიშვილი მთაწმინდის #9-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს.
ივანიშვილი საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსში იმყოფება, სადაც მმართველი პარტიის სხვა აქტივისტებიც სხედან.
ლევან ივანიშვილის თქმით, საჩხერიდან თბილისში ჩამოსვლა და საარჩევნო უბანთან ყოფნაში უცნაური არაფერი არ არის, რადგან ის პარტიის წევრია. ივანიშვილი არ მალავს იმასაც, რომ მას არც ის დაუმალავს, რომ ადგილზე საარჩევნო სიებიც აქვს და ამომრჩეველს აღრიცხავს.

წყარო

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები