ახალი ამბები

მშობიარობიდან 30 წუთში ეთიოპიელმა ქალმა სასკოლო გამოცდები ჩააბარა

21 წლის ალმაზ დერესე, რომელიც დასავლეთ ეთიოპიაში მდებარე ქალაქ მეტუში ცხოვრობს. ალმაზი ორსულობის პერიოდში გამოცდებისთვის ემზადებოდა და არ სურდა, სასკოლო გამოცდების ჩაბარება ერთი წლით გადაედო. მშობიარობიდან ნახევარ საათში მან ინგლისური ენის, ამჰარული ენისა და მათემატიკის გამოცდები ჩააბარა, დანარჩენ საგნებში კი გამოცდებს უახლოეს ორ დღეში ჩააბარებს.
სამშობიაროში საგამოცდო ტესტები მას პოლიციამ მიუტანა, რომელიც ასევე გამოცდის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო. ახლა ალმაზ დერესე უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად ორწლიან კურსს გაივლის.
ალმაზი და მისი ვაჟი თავს კარგად გრძნობენ.

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები