ახალი ამბები

მსგავსი ქმედება დანაშაულია 21 ე საუკუნეში… დასანანია 54 წლის სიცოცხლე

                            

მაია ცომაიას ბლოგი

კ. ერისთავის სახ. ექსპერიმენტული და კლინიკური  ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ნეიროქირურგი, არაერთი უნიკალური ოპერაციების (მწვავე ინსულტის და თავის ტვინის სისხლძარღვების მკურნალობის ინოვაციური და ექსკლუზიური მეთოდები)  წარმატებით შემსრულებელი – გიორგი ეგუტიძე პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხმამაღალ მიმართვას ავრცელებს ფეისბუქ გვერდზე.

მაშინ, როდესაც თითოეული წამი გადამწყვეტია, პაციენტი არ გადაჰყავთ იმ კლინიკებში, სადაც მაღალტექნოლოგიური ოპერაციები წარმატებით ხორციელდება!

დროულ დახმარებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს!

(გთავაზობთ უცვლელად )

ეს ის შემთხვევა არის, როცა არ შემიძლია არ დავწერო. 54 წლის ქალბატონი ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გადმოყვანილია სხვა კლინიკიდან ავადმყოფის ოჯახის წევრების კატეგორიული მოთხოვნით, ხაზს ვუსვამ, 22.04.19 ში 20:00 სთ ზე პაციენტს გამოეხატა მწვავედ მეტყველების გაძნელება, ძალის დაქვეითება მარჯვენა კიდურებში. 23.04.2019 ში ქირურგის ეროვნულ ცენტრში ავადმყოფს გადაუღეთ მრტ. სისხლძარღვოვან რეჟიმში, სადაც გამოვლინდა მარცხენა შიგნითა საძილე არტერიის სრული ოკლუზია, თრომბექტომია არ გაკეთდა გამომდინარე იქედან, რომ ექიმის მითითებით კლინიკამ არ გადაამისამართა პაციენტი ისეთ კლინიკაში, სადაც მსგავსი მაღალტექნოლოგიური ოპერაციები კეთდება. პაციენტს ამ ეტაპზე აღენიშნება ღრმა ნევროლოგოირი დეფიციტი და განწირულია ინვალიდობისთვის, როცა შეიძლებოდა ნეცროლოგიური დეფიციტის გარეშე დაბრუნებოდა ჩვეულ ცხოვრებას. მსგავსი ქმედება დანაშაულია 21 ე საუკუნეში, მითუმეტეს, როცა ჯანდაცვის სამინისტროს დამტკიცებული აქვს ინსულტის მართვის გაიდლაინი. დასანანია 54 წლის სიცოცხლე

მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები