ახალი ამბებიპოლიტიკა

„მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, რომ თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცენ“

იყო ბევრი სპეკულაციები არჩევნების დანიშვნის დღესთან დაკავშირებით, თუმცა ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ ნებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო დამსაქმებლებს სთხოვა, მისცენ მათ დასაქმებულებს უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა.

„იყო ბევრი სპეკულაციები არჩევნების დღესთან დაკავშირებით და იყო ბევრი საუბარი იმაზე, რომ არჩევნების დღის დანიშვნა შუა კვირას იქნებოდა პრობლემების შემცველი, თუმცა ვხედავთ, რომ მოქალაქეები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ ნებას. 12:00 საათის მონაცემებით, 19,6 %-ია ამომრჩევლის აქტიურობა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქალაქემ დააფიქსიროს საკუთარი ნება ამ არჩევნებზე და მისცეს ხმა. ასევე მოვუწოდებთ კერძო დამსაქმებლებს, რომ მისცენ თანამშრომლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება“, -განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

წყარო: ipn.ge

ტეგები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები