ახალი ამბებიპოლიტიკა

მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან შეხვედრაზე ახალი წინადადებით მივიდა, რომელიც მისი აზრით მისაღები უნდა იყოს მოლაპარაკებების ყველა მხარისთვის. ამის შესახებ განცხადება არჩილ თალაკვაძემ სასტუმრო შერატონში, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წევრების მორიგი აუდიენციის წინ გააკეთა:

“დღეს ჩვენ მოვამზადეთ წინადადება, რომელიც არის დაბალანსებული და ჩვენი აზრით უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის, ვინც ამ პროცესში არის ჩართული, ეს მოდელი ჩვენი აზრით უზრუნველყოფს იმას, რომ რეგიონების, დედაქალაქის წარმომადგენლობა, პროპორციული არჩევნების წილი შერეულ მოდელში იყოს დაბალანსებული. რეალურად ამ მოდელის წარდგენის შემდეგ დღეს გამოჩნდება, თუ რომელიც პოლიტიკური პარტია არის ორიენტირებული შეთანხმებაზე და ვის სურს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩვენების ჩატარება და ვის აქვს სხვა ინტერესები, რომელიც შესაძლოა საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ცვლილებებთან იყოს რაიმეთი დაკავშირებული,” – განაცხადა თალაკვაძემ.

ოპოზიცია ხელისუფლების მიერ ზაფხულში გაცემული დაპირების შესრულებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამ მიზნით წინა შეხვედრებზე ოპოზიციამ მმართველ გუნდს არჩევნების გერმანული მოდელით ჩატარებაც შესთავაზა, თუმცა ხელისუფლებისგან უარი მიიღო იმ მოტივით, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას არ შეესაბამება.

წყარო

კომენტარები
მეტის ნახვა

მსგავსი სიახლეები